пятница, 8 июля 2011 г.

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მათემატიკა და გარემო.
    პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკის განვითარების აუცილებლობა ადამიანის ცხოვრებისეულმა საჭიროებამ განაპირობა. შემდეგ მატემატიკა თავად  ჩადგა ადამიანის სამსახურში.
   პროექტის აქტუალობა : საკლასო ოთახიდან გასვლა, სკოლის მიმდებარე გარემოს დაკვირვება, ჩანაწერების  გაკეთება.
   პროექტის მიზნები : დაწყებითი კლასის მოსწავლეები მათემატიკის  სწავლის აუცილებლობაში რომ დარწმუნდნენ ამის გასააზრებლად მათ სასკოლო გარემოში მოგზაურობა დაეხმარებათ ,დაკვირვების გაკეთება ,გარემოში ორიენტირების შეფასება და თვითშეფასება,
   სამიზნე ჯგუფი : 8 მოსწავლე: 1)გიორგი სალაძე 2)ოთარი მახარაძე 3)მარიამ ფარტენაძე 4)არჩილ ფარტენაძე 5)ბექა გურგენიძე 6)კახა კონცელიძე 7)დიეგო მახარაძე 8)გიორგი ფარტენაძე. მასწავლებელი-ლია მაკარაძე.
   ვადები და ხანგრძლივობა :
2011/06/05 .დრო:6 საათი
   მოსალოდნელი შედეგები :
გარემოზე დაკვირვების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ მათთვის ცნობილი საგნები მათემატიკას გეომეტრიულ ფიგურებს, ასევე შეძლებენ წერას,  დაკვირვებას, მუშაობას გარემოში.
    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :გარემოში გასვლა,ფოტოააპარატი,რვეული,ბლოკნოტი,კალამი.
    პროექტის მსვლელობა :მოსწავვლეები გადიან საკლასო ოთახიდან იწყება მოგზაურობა (დერეფანში,ბუფეტში,სკოლის ეზოში) ყურადღებით აკვირდებიან გარეემოს,ინიშნავენ ყველაფერს,აგროვებენ ფოტოსურათებს,
აკვირდებიან გარემოს, რაც უკავშირდება მათემატიკას, ეს შეიძლება იყოს  მათთვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურები,ციფრები.                
         ბრუნდებიან საკლასო ოთახში ერთიანდებიან და იხილავენ ერთმანეთის ჩანაწერებს, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.ქმნიან ერთ საერთო  პრეზენტაციას.
    პროექტის ხელმძღვანელი :   ლია მაკარაძე
   
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა : liamakaradze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий